სტრესი ინგლისური სიტყვაა და დაძაბვას, დაჭიმულობას ნიშნავს. იგი როგორც ტერმინი, შემოიღო კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ 1936წ. მისეული განმარტებით სტრესი ეს არის ორგანიზმის არასპეციფიური პასუხი წაყენებულ მოთხოვნაზე.
ნებისმიერი სიტუაცია, რომელზეც ადამიანი ემოციურად რეაგირებს, შეიძლება სტრესის გაჩენის მიზეზი გახდეს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მისი გამოწვევა შეუძლია როგორც დადებით (ბავშვის დაბადება, დაოჯახება, გამოცდაზე მაღალი ქულის მიღება და სხვა), ისე უარყოფით (ახლობელი ადამიანის სიკვდილი, სამსახურის დაკარგვა და ა.შ.) ემოციას.
სტრესთან ბრძოლის სხვადასხვა სახეები არსებობს. მაგალითად:
1. ვარჯიში - ეს არის მოშვებისა და რელაქსაციის საუკეთესო გზა
2. ჯანმრთელი კვება - ხილის, C ვიტამინის, ნიგვზისა და თხილის(რომლებიც შეიცავენ E ვიტამინს) ბუნებრივი სახით მიღება დიდა განაპირობებს სტრესის მოკმედების დაქვეითებას.(ისეთი საკვების მიღება როგორიცაა ნაყინი, შოკოლადი და კოპეინი სტრესორების მოკმედებას აძლიერებენ)
3. სიცილი - გულიანი სიცილი ხელს უწყობს სტრესის დაქვეითებას. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცებას და სისხლში წარმოქმნის ისეთ ნივთიერებებს, რაც სტრესს წამიერად კლავს.
4. ღრმა სუნთქვა - ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ერთი ძალიან საინტერესო მეთოდი, ამისთვის საჩიროა ღრმად ისუნთქოთ, კერძოდ კი დახურეთ ერთი ნესტო მასზე თითის მიჭერით და რაც შეიზლება ღრმად შეისუნთქეთ გახსნილი ნესტოდან, შემდეგ ამოსუნთქვის გარეშე გადაკეტეთ მეორე ნესტო და ჩასუნთქული ჰაერი პირველი ნესტოდან გამოუშვით.
5. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ადამიანები აწყდებიან გახლავთ უმიზეზო ნერვიულობა. მათ გამუდმებით აწუხებთ კითხვები მომავალზე და წინასწარ ნერვიულობენ იმაზე რაც ჯერ არ მომხდარა და შეიძლება არც მოხდეს. ამგვარი უაზრო ნერვიულობა დიდ გავლენას ახდენს ადამიანის განწყობაზე
ასე, რომ ამოიგდეთ უაზრო ფიქრები, ბევრი იკითხეთ, ისეირნეთ, იკვებეთ ჯანმრთელად, ივარჯიშეთ და მერწმუნეთ სტრესის დონე მნიშვნელოვნად დაგიქვეითდებათ.
წყარო: http://saintereso.com/society/20/სტრესი%20და%20მასთან%20ბრძოლის%20ხერხები/id3007
რა არის ვაქცინაცია?
ვაქცინაცია - ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის მომზადება რაიმე დაავადების საწინააღმდეგოდ. ამ მიზნით, ორგანიზმში შეყავთ სითხე, რომელიც ადამიანს ეხმარება დამატებითი რეაქციის გამომუშავებაში ამ კონკრეტული დაავადებისთვის. შედეგად, ორგანიზმში ჩნდება ანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ ინფექციას. ეს ანტისხეულები სისხლში შეიძლება დროებით დარჩეს, შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.
1796 წელს ინგლისელმა მეცნიერმა, ედვარდ ჯენერმა, შეამჩნია, რომ ფერმერები არ ავადდებოდნენ ნამდვილი ყვავილით, რადგან მათ გადატანილი ჰქონდათ მსუბუქი, საქონლისგან გადმოდებული ყვავილი და მათ ორგანიზმს გამომუშავებული ჰქონდა იმუნიტეტი ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ ჯენერმა თავის ბავშვებს მცირე რაოდენობის ყვავილის ინფექცია შეუყვანა, რომელიც მან დაავადებული საქონლისგან მიიღო და არ იყო საშიში. ამით მან ბავშვები ნამდვილი ყვავილისგან დაიცვა.
მე-18 საუკუნეში ცოფი საკმაოდ გავრცელებული დაავადება იყო. ის ადამიანებს ავადმყოფი ცხოველებისგან ედებოდა და ბევრი სიცოცხლეც მიქონდა. 1835 წელს ლუი პასტერმა შეძლო პრევენციული წამლის დამზადება, რომელიც პირველად თავის თავზე გამოსცადა.
ვაქცინების დამზადების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მაგალითად, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია(შემუშავებულია კალმეტისა და გერინის მიერ 1928 წელს) მდგომარეობს ორგანიზმში უვნებელი ბაქტერიების შეყვანაში. შედეგად ორგანიზმი იღებს უნარს, ებრძოლოს ინფექციას. ვაქცინაციის დახმარებით დღესდღეობით ბევრი სასიკვდილო დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი.
წყარო: http://www.boko.ge/stories.php?id=30
როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს
ნიკოტინზე დამოკიდებული თითქმის ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, მაგრამ სიგარეტისადმი ავადმყოფური ლტოლვა უფრო ძლიერია. ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად "უკანასკნელი"?
იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ. მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:
რას გვაძლევს სიგარეტი?
მოდუნების განცდას;
კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).
რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?
ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.
ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება.
უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი
სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.
შეიარაღდით მხარდაჭერით
მოუყევით მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება გადაწყვიტეთ. რაც შეიძლება ინტენსიური კონტაქტი გქონდეთ მათთან, ვისაც სიგარეტის გადაგდება გადაუწყვეტია. შეიძლება, ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართოთ, რომელიც პირველ ხანებში ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევაში დაგეხმარებათ.
მართეთ ემოცია
თუ გგონიათ, რომ ნიკოტინი მოდუნებაში გეხმარებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ სტრესის მოხსნის სხვა საშუალება: რეგულარული მასაჟი, სასიამოვნო მუსიკა, იოგა, ჩაი.
იფხიზლეთ
ალკოჰოლური სასმელი მოწევის სურვილს აძლიერებს. ეს სიგარეტისკენ ლტოლვის ყველაზე გავრცელებული გამშვები მექანიზმია. ზოგიერთი მწეველისთვის საწყისი იმპულსია დილის ყავა, რომელიც დროებით შეიძლება ჩაით შევცვალოთ. მათ, ვისაც სიგარეტის გაბოლება სადილის შემდეგ სჩვევია, ნასადილევს სხვა საქმე უნდა იპოვონ, მაგალითად, კბილების გაწმენდა, საღეჭი რეზინის ღეჭვა.
დაასუფთავეთ სახლი
უკანასკნელი სიგარეტის მოწევის შემდეგ გადაყარეთ ყველა საფერფლე და სანთებელა. დაასუფთავეთ სახლი, დარეცხეთ ფარდები, ფარდაგები, ხალიჩები, რათა მოსპოთ ბინაში სიგარეტის კვამლის სუნი. თუ ამას არ გააკეთებთ, სუნი განუწყვეტლივ მოგაგონებთ სიგარეტს.
ისევ გადააგდეთ
ბევრი აბსტინენციას ვერ უძლებს და ხელახლა იწყებს მოწევას. გააანალიზეთ, რატომ მიუბრუნდით სიგარეტს. დათქვით დღე, როდესაც თავს ისევ დაანებებთ.
მეტი იმოძრავეთ
სირბილის, ფეხბურთის თამაშის დროს მოწევის სურვილი არ ჩნდება. აბსტინენციური სინდრომის შემსუბუქებაში ყოველგვარი მოძრაობა დაგეხმარებათ და დროებით მაინც დაგავიწყებთ სიგარეტს.
დაივიწყეთ დიეტა
ერთსა და იმავე დროს სიგარეტის გადაგდება და დიეტაზე ყოფნა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ თუ მენიუ არ აკონტროლეთ, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები აკრიფოთ. ეცადეთ, ყოველდღიური რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გაამრავალფეროვნოთ - ასე წონას შეინარჩუნებთ.
თავი დაისაჩუქრეთ
სიგარეტის გადაგდების შემდეგ ფულსაც დაზოგავთ. დათვალეთ, რამდენი გეხარჯებოდათ თამბაქოზე ყოველდღიურად, ყოველ კვირა, ყოველ თვე. გადადეთ ეს თანხა და მაღაზიისკენ გაეშურეთ საკუთარი თავისთვის საჩუქრის შესაძენად.
გახსოვდეთ ჯანმრთელობა
მოწევაზე უარის თქმა ამცირებს არტერიულ წნევას და პულსის სიხშირეს. ნებისმიერი სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლა ურთულესი ამოცანაა თანამედროვე ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრობს ნეგატიური ინფორმაციისა და სტრესების ოკეანეში. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გავიაზრებთ, რისთვის არის საჭირო მავნე ჩვევებზე გამარჯვება, ამისათვის კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.
წყარო: http://mkurnali.ambebi.ge/mamakaci/rchevebi/2452-rogor-davaneboth-thavi-sigarets.html
ვარჯიშის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა ვჭამოთ?
სავსე კუჭით ვარჯიში არ შეიძლება. საკვები, რომელიც რჩება კუჭში ვარჯიშის პერიოდში, დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს და შეუძლია გულისრევის და სპაზმების პროვოცირება. ამიტომ უმჯობესია ისეთი საკვები და იმ რაოდენობით მიირთვათ, რომლის ათვისებასაც თქვენი კუჭი სრულიად შეძლებს ვარჯიშის დაწყებამდე. ამ პროცესს საშუალოდ 1-დან 4 საათამდე სჭირდება, იმის მიხედვით თუ რა და რა რაოდენობის საკვები მიიღეთ. ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით შეეცადეთ დააკვირდეთ საკუთარ თავს და განსაზღვროთ რა უფრო უკეთ მოქმედებს თქვენზე.
კვება დამოკიდებულია ვარჯიშის ტიპზეც. იმ შემთხვევაში თუ თქვენი დილის ვარჯიში სწრაფ სიარულს ან მსუბუქ ძუნძულს შეადგენს, მაშინ მშიერ კუჭზე ვარჯიში პრობლემას არ წარმოადგენს. მხოლოდ სანამ სავარჯიშოდ წახვიდოდეთ აუცილებლად დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. უფრო მაღალინტენსიური ვარჯიშის და დატვირთვების შემთხვევაში კი კვება წინასწარ დაგეგმეთ.
თუ დილით ადრე გიწევთ ვარჯიში, უმჯობესია შედარებით ნაადრევად ადგეთ, რათა საკვების მიღება მოასწროთ. თუ ვერ ახერხებთ დროულად ადგომას და შედარებით მცირე დრო გრჩებათ ვარჯიშის დაწყებამდე, მაშინ რაც შეიძლება ადვილად მოსანელებელი საკვები ან სასმელი უნდა მიიღოთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. რაც უფრო მცირე დრო გრჩებათ ვარჯიშამდე, ულუფა უფრო მცირე და ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. ასეთ დროს წვენები და თხევადი სახის საკვები უფრო უკეთესი გადაწყვეტილებაა, ვიდრე მყარი საკვები, რადგან ამ უკანასკნელის მოსანელებლად კუჭს უფრო მეტი დრო სჭირდება.
რა უნდა ვჭამოთ ვარჯიშის დაწყებამდე?
კვების შემადგენლობა ვარჯიშამდე უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება ადამიანის პირადი გამოცდილების მიხედვით, რას და რამდენად სწრაფად ითვისებს და როგორ რეაგირებს ვარჯიშის დროს. თუმცა ზოგადი სახის რეკომენდაციები შემეგი სახისაა: მყარი რთულად მოსანელებელი საკვები ვარჯიშამდე 4 საათით ადრე მიიღება, მსუბუქი სახის წასახემსებელი საკვები ან ნახშირწყლებით მდიდარი ენერგეტიკული სასმელი ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე, ხოლო თუ ვარჯიშამდე 1 საათი გრჩებათ უმჯობესია მიიღოთ სითხე (წვენები).
1 საათი ან ნაკლები ვარჯიშამდე:
ვაშლის, ყურძნის, ატმის ან ფორთოხლის ნატურალური ახალგაწურული წვენები;
½-1 ჭიქა სპორტული სასმელი.
ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე:
ცოცხალი ხილი;
პური, ბუბლიკი, მაკარონი
იოგურტი
წყალი
ვარჯიშამდე 3-4 საათით ადრე:
ცოცხალი ხილი
პური, ბუბლიკი
მაკარონი ტომატის სოუზთან ერთად
გამომცხვარი კარტოფილი
ენერგეტიკული ბატონი
ბურღულეული რძესთან ერთად
იოგურტი
ტოსტი/პური არახისის კარაქთან, მჭლე ხორცთან ან ყველთან ერთად
წყალი
საკვები რომელსაც უნდა მოვერიდოთ ვარჯიშის წინ
საკვები რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს ან უჯრედისს, ნელა აითვისება და დიდი ხნით რჩება კუჭში. ამის გამო კუჭში სისხლის მიწოდება გაძლიერებულია, რამაც შეიძლება დისკომფორტი და სპაზმები გამოიწვიოს. ვარჯიშის წინ უმჯობესია მოერიდოთ ხორცის, ღვეზელების, შემწვარის, ჩიპსების და შოკოლადის ბატონებს ჭამას.
თუმცა გაითვალისწინეთ, თითოეული ჩვენგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ის რაც ერთისთვის შეიძლება კომფორტული იყოს, სხვისთვის პრობლემას ქმნიდეს, ამიტომ კვებისას ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ორგანიზმის რეაქციებს და ისე შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც უკეთ იმუშავებენ თქვენზე.
წყარო: http://www.fitni.ge/?p=4543
სპორტული საკვები დანამატები
რას წარმოადგენს სპორტული საკვები დანამატები?
სპორტული საკვები დანამატები – კვების პროდუქტების სახეობაა, რომლებიც განკუთვნილია აქტიური ცხოვრების წესით, სპორტით და ფიტნესით დაკავებული ადამიანებისათვის. სპორტული დანამატების დანიშნულებაა პირველ რიგში სპორტული შედეგების, ძალოვანი მაჩვენებლების, ამტანობის გაზრდა, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, კუნთოვანი მასის მომატება, ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება, სხეულის ოპტიმალური მასის მიღწევა და ზოგადად ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა და მისი ხანგრძლივობის გაზრდა.
სპორტული დანამატების დამუშავება და წარმოება სამედიცინო სფეროში, დიეტოლოგიასა და ფიზიოლოგიაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ხდება. აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს ძირითადი საკვები ელემენტების კონცენტრირებულ ნაზავს, რომელიც დამუშავებულია სპეციალურად ადამიანის ორგანიზმის მიერ მაქსიმალურად ათვისებისათვის. განსხვავებით ჩვეულებრივი საკვებისაგან, რომლის დამუშავებას ორგანიზმის მიერ საათები სჭირდება, სპორტული დანამატების ათვისება მინიმალურ დროში ხდება. ამის გამო მათი ენერგეტიკული ფასეულობა საკმაოდ მაღალია. სპორტული კვების დანამატები, როგორც თავად დასახელება გვიჩვენებს, გამოიყენება მხოლოდ დანამატების სახით ძირითად ჩვეულებრივ კვებით რაციონთან ერთად და არა როგორც მთლიანად მათი შემცვლელი.
რატომ იყენებენ სპორტულ დანამატებს?
ვარჯიშის დროს ადამიანის ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით აუცილებელი ნივთიერებები იხარჯება, რომელთა მარაგის აღდგენა მუდმივად საჭიროა. ეს განსაკუთრებით ეხება, მათ ვინც ათლეტიზმით და ბოდიბილდინგით არის დაკავებული, რადგან ისინი ფიზიკური სრულყოფილების მისაღწევად საკმაოდ დიდ დატვირთვებს იღებენ. ჩვეულებრივი კვების შემთხვევაში საკმაოდ დიდი რაოდენობის კალორიების მიღებაა საჭირო, რათა მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობით იქნეს ორგანიზმი უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, თანამედროვე კვება ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა აუცილებელ ნუტრიენტს საჭირო დოზით მიიღებთ და ორგანიზმი დეფიციტისაგან იქნება დაცული. ამის მიზეზი გახლავთ დღესდღეისობით სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებული სასუქები, პესტიციდები, მზა პროდუქტების საკვებად მომზადების, გადამუშავების, შენახვის ტექნოლოგიების მეთოდები, არაჯანსაღი ეკოლოგია და ა.შ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტების საკვებ ღირებულებას და მათში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობას.
მივიღოთ თუ არა საკვები დანამატები?
მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, სპეციალიზებული სპორტული დანამატების გამოგონების მომენტიდან ბევრი აკრიტიკებდა სპორტულ დიეტებს, რომლებიც ითვალისწინებდა კვებაში სხვადასხვა დანამატების გამოყენებას – რა საჭიროა ლაბორატორიულ პირობებში სინთეზირებული ნივთიერებების გამოყენება, თუ შეიძლება ეფექტურად ივარჯიშო სპორტის ძალოვან სახეობებში და დაიცვა ბუნებრივი კვება? – კითხულობდნენ ისინი. თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეხედულება შეიცვალა. როგორც პრაქტიკამ აჩვენა „ნატურალიზმის“ მოყვარულები, ანუ სპორტსმენები, რომლებიც არ აღიარებდნენ სპორტული დანამატებს, ვერ შეძლეს მიეწიათ იგივე წარმატებისთვის, რაც იმ ბოდიბილდერებმა და პაუერლიფთერებმა, რომელთა რაციონი ითვალისწინებდა სპეციალური კვებითი დანამატების გამოყენებას. რა იყო სპორტსმენთა მიერ მიღებული განსხვავებული შედეგების მიზეზები?
ნებისმიერი დიეტოლოგისათვის ცნობილია, რომ ოპტიმალური, დაბალანსებული კვება, რომელიც ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი კომპონენტების სრულ კომპლექტს შეიცავს, სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია. სპორტსმენების რაციონის მოთხოვნილება რამდენჯერმე აღემატება ჩვეულებრივი ადამიანის კვების მოთხოვნილებას, რადგან მათი ორგანიზმი ყოველდღიურად ექსტრემალურ ფორსირებულ დატვირთვებს განიცდის. თუ სპორტსმენი მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე იქნება, მას ორგანიზმის საჭიროების დასაკმაყოფილებლად დღეში 8-ჯერ ჭამა მოუწევდა და თითოეულ ჯერზე ცხენის დოზის პორციების მიღება, რათა როგორმე დატვირთვების კომპენსაცია მოეხდინა. გარდა ამისა, ძალოვან სპორტსმენებს თითოეული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულების სკურპულოზური ანგარიში მოუწევდათ და კალორიების ცხრილთან ერთად ცხოვრება.
გასაგებია, რომ მსგავსი ცხოვრების წესი შეუძლებელია და ამიტომ აუცილებელი გახდა სპორტული საკვები დანამატების გამოყენება. დღესდღეისობით ბაზარზე წარმოდგენილი ყველა საკვები დანამატი შეიცავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალების კონცენტრირებულ ექსტრაქტს. სწორედ შერჩეული დანამატების რამდენიმე გრამიც კი საკმარისია, რათა საჭირო ნივთიერებების სადღეღამისო ნორმა დაკმაყოფილებული იყოს. ამის გარდა, არაა საჭირო კალორიების გამოანგარიშება, რადგან ის ეტიკეტზე უკვე მოცემულია.
რატომ იღებენ სპორტულ დანამატებს?
1. ძალოვანი მაჩვენებლების მოსამატებლად
2. კუნთოვანი მასის გასაზრდელად
3. ცხიმის წვისთვის
4. ანაერობული ენერგიისათვის
5. აერობული ენერგიისათვის
6. ტკივილის და ანთებების შესამცირებლად
7. ქსოვილების ადვილი შეხორცებისათვის
8. ვარჯიშის მერე სწრაფი აღდგენისათვის
9. უკეთესი გონებრივი კონცენტრაციისათვის
10.ზოგადი გამოჯანმრთელებისათვის
სპორტული კვების პროდუქტები იყოფა ექვს კატეგორიად:
1. ცილოვან-ნახშირწყლოვანი კოქტეილი – გამოიყენება კუნთოვანი მასის ზრდისათვის და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ენერგიის აღსადგენად;
2. ამინომჟავები – კუნთების საშენი მასალა;
3. ცხიმისმწველები - ხელს უწყობს ცხიმის წვას;
4. ენერგეტიკები – ზრდიან ვარჯიშის დროს ამტანობას;
5. ვიტამინების და მინერალების კომპლექსები – ზრდიან ორგანიზმის ან ცალკეული სისტემების ზოგად ტონუსს.
6. „სპეციალური პრეპარატები“ – გაურკვეველი ფორმულირება, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ამინომჟავების, ვიტამინების და კოფეინის კომპლექსს ან მამაკაცური ჰორმონის ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულატორებს.
სპორტული დანამატების მოხმარების წესები:
1. კურსის დაწყების წინ გაიკეთეთ სისხლის ზოგადი და ბიოქიმიური ანალიზი – ყველა მაჩვენებელი ნორმაში უნდა გქონდეთ. კურსის დამთავრების შემდეგ (სამი თვის შემდეგ) საჭიროა ანალიზების გამეორება, რათა დარწმუნდეთ დანამატების უსაფრთხოებაში თქვენი ორგანიზმისთვის. ანალიზები უნდა შეადაროს ექიმმა.
2. პოპულარული ენერგეტიკის – კრეატინის მიღების კურსი ერთი თვეა, დანარჩენი დანამატების მიღება შეიძლება 3 თვემდე. ამის შემდეგ საჭიროა სამთვიანი შესვენება.
3. არ შეიძლება ჩვეულებრივი კვების სპორტული კვებით ჩანაცვლება. თეორიულად, ორგანიზმს შეუძლია ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღება დანამატებიდან, მაგრამ გასათვალისწინებელია რომ მათში არ არის უჯრედისი და ბევრი მიკროელემენტი, ასე რომ მხოლოდ სპორტული კვების იმედად ყოფნას შეუძლია საჭმლის მონელების პრობლემების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევების გამოწვევა.
4. ფრთხილად გამოიყენეთ თერმოგენიკი ცხიმისმწველები. ისინი ზრდიან სხეულის ტემპერატურას და ააქტიურებენ ცხიმის მიმოცვლას, რასაც თავის ტკივილის და გულისრევის გამოწვევა შეუძლია. ამ სიმპტომების შემთხვევაში, უნდა შეწყვიტოთ მათი მიღება ან სხვა ტიპი ცხიმისმწველებზე – ლიპოტრონიკზე გადახვიდეთ (მაგ. პოპულარული L-კარნიტინი). ის ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ მეტად უსაფრთხო.
5. რძეზე ან შრატის ცილებზე დამზადებული კოქტეილები არ უხდება მათ, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვთ. მათ მოუხდებათ კვერცხის, სოიოს ან ხორცის ცილაზე დამზადებული პროდუქტები.
6. ანაბოლური სტეროიდები (სინთეტიკური მამაკაცური ჰორმონები) – სახიფათო პრეპატატებია უამრავი გვერდითი მოვლენით. ზოგიერთი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ არსებობს უსაფრთხო დოზები და ანაბოლიკების კურსი. თუმცა ნუ მიენდობით. სტეროიდების მიღებას ბევრი შეუქცევადი დარღვევების გამოწვევა შეუძლიათ, დაწყებული თმის ცვენიდან დამთავრებული იმპოტენციით და უნაყოფობით. ეს სამედიცინო ფაქტია, რომლის უარყოფასაც საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარებით ნუ შეეცდებით.
წყარო: http://www.fitni.ge/?p=5316
დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით
დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით შემუშავებულია ამერიკელი ექიმ პიტერ დ’ამოს მიერ.პიტერ დ’ამო ამტკიცებს,რომ თავდაპირველად,კაცობრიობის ჩამოყალიბების პერიოდში,არსებობდა მხოლოდ ერთი სისხლის ჯგუფი.საზოგადოების,სოფლის მეურნეობის,ფერმერობის განვითარებასთან ერთად წარმოიშვა სხვა ჯგუფებიც.ანუ ამერიკელი ექიმი სისხლის ჯგუფების წარმოქმნას უკავშირებს ადამიანის კვების ცვლილებას,მის გადასვლას ცხოველურიდან მცენარეულ და სხვა საკვებზე.მოდით ვნახოთ,თუ როგორ უნდა იკვებოდეს ადამიანი სისხლის ჯგუფის მიხედვით,ასევე თუ რა პროდუქტები უწყობენ ხელს გახდომაში მათ, ვისაც 1,2,3, და 4 ჯგუფის სისხლი აქვს.
დიეტა პირველი ჯგუფის სისხლისთვის
პირველი ჯგუფის სისხლის დიეტა გულისხმობს ხორცის პროდუქრების მოხმარებას.ეს იმით არის განპირობებული,რომდედამიწის პირველი ადამიანები მხოლოდ ხორცით იკვებებოდნენ,რადგან საკვების მოპოვების ძირითადი მეთოდი მათტვის ნადირობა იყო.
ამ ჯგუფის სისხლს ვხვდებით დედამიწის მოსახლეობის 33.5%-თან.ეს ძლიერი,თვითკმაყოფადი ადამიანები არიან კარგი ჯანმრთელობით და შესანიშნავი იმუნიტეტით.
ამ ადამიანებს აქვთ წინაგანწყობა ისეთ დაავადებების მიმართ,როგორიცაა სისხლის დაბალი შედედება,ალერგია,კუჭის დაავადებები,ასევე ყოველგვარი ანთებები,მაგალითად ართრიტები.
ადამიანებს პირველი ჯგუფის სისხლით ეხმარებათ გახდომაში ის პროფუქტები,რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.ესენია:
წითელი ხორცი(გარდა ღორისა) და ღვიძლი;
ისპანახი,კომბოსტო და ყველა სხვა ხილი და ბოსტნეული(ბოლოკი,ანანასი);
ზღვის პროდუქტები და ნებისმიერი თევზი;
ჭვავის პური.
ამგვარად,პირველი ჯგუფის სისხლის დიეტა ითვალისწინებს დიდი რაოდენობით დიეტური ხორცის და თევზის მოხმარებას.აი ფაფები,ნებისმიერი ბურღულეული,ცომეული და რძის პროდუქტები,კომბოსტო(გარდა ბროკოლისა),ყოველგვარი საწებლები და კეტჩუპები ჯობს ამოიღოთ რაციონიდან.
დიეტა მეორე ჯგუფის სისხლისთვის
დიეტა მეორე ჯგუფის სისხლის მფლობელთათვის მნიშვნელობით განსხვავდება წინა დიეტისგან,რადგან მის ძირითად რაციონს შეადგენს მცენარეული საკვები.ეს იმით აიხსნება,რომ ჩვენი წინაპრები ნაყოფიერ მიწაზე დამკვიდრდნენ,დაკავდნენ სოფლის მეურნეობით და მათი რაციონი ძირითადად შედგებოდა არა ხორცის,არამედ მცენარეული საკვებისგან.რაციონის ცვლილებამ, ხორცეულისგან მცენარეულზე გადასვლამ,გამოიწვია მეორე სისხლის ჯგუფის გაჩენა.
ამ ადამიანებს გახდომაში და ორგანიზმის გაჯანსაღებაში დაეხმარებათ მხოლოდ ვეგეტარიანული ცხოვრბის წესი.რეკომენდირებულია ამგვარი პროდუქქტის მიღება:
ბოსტნეული(გარდა კარტოფილისა და პომიდორისა);
მცენარეული ზეთი;
სოიის პროდუქტი;
უცხიმო თევზი;
ანანასი,ვაშლი,მსხალი,ყველა სხვა ხილი,გარდა ციტრუსეულის,ბანანის,ქოქოსის და პაპაიისა;
რძემჟავის პროდუქტები.
დასკვნის გამოსატანად,ავღნიშნოთ,რომ მეორე ჯგუფის სისხლის მფლობელებს ურჩევნიათ სრულად ბოსტნეულის დიეტას დაეყრდნონ.მთავარი მენიუ უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან ნებისმიერ ფორმაში,ცილების მიღება კი შეიძლება უცხიმო თევზისგან.სასმელად გამოიყენონ კომპოტები,მწვანე ჩაი,ყავა,წითელი ღვინო.კატეგორიულად აკრძალულია ამ პროდუქტების გამოყენება:ხორცის პროდუქტები,შავი ჩაი,ტკბილი გაზირებული სასმელები,ციტრუსის წვენები,მწარე კერძები,მჟავე ბოსტნეული(პომიდორი),ხილი და კენკრა,მარილიანი საკვები(დამწნილებული და დამარილებული),კარტოფილი,მაიონეზი,კომბოსტო(გარდა ბროკოლისა)
რადგანაც ამ ადამიანთა ორგანიზმი ვეგეტარიანელობაზეა აწყობილი,კუჭს აქვს დაქვეითებული მჟავიანობა,ამიტომ ხორცის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს საკვების მომნელებელი სისტემის დაავადებები,წონის მომატება და სიმსუქნე.თუ მაინცდამაინც ხორცის მირთმევა გინდათ,მაშინ ეს უნდა იყოს ინდაურის ან ქათმის გულმკერდი.
დიეტა მესამე ჯგუფის სისხლისთვის
მესამე ჯგუფის სისხლის მფლობელთათვის დიეტა ითვალისწინებს მრავალფეროვანი საკვების მიღებას,როგორც ხორცის პროდუქტებისას,ასევე ბოსტნეულის და რძის პროდუქტების.თუ რატომ —ძნელი მისახვედრი არ არის!ისტორიის გაკვეთილებიდან ვიცით,რომ მიწათმოქმედების ათვისებასთან ერთად უძველესმა ადამიანებმა დაიწყეს ფერმერული მეურნეობის ათვისება.ცხოველების მოშენების შედეგად,რომლებიც რძეს იძლეოდნენ,ჩვენმა წინაპრებმა დაიწყეს რძის პროდუქტების გამოყენება.ამის გარდა,ფერმერული მეურნეობის განვითარების პერიოდში ხდებოდა რასების აქტიური გადაადგილება,რის გამოც წარმოიქმნა ახალი სისხლის ჯგუფი — მესამე.
ამ სისხლის ჯგუფის მფლობელ ადამიანებს აქვთ ძლიერი იმუნური სისტემა,კვების ცვლილებასთან შეგუების შესაძლებლობა.თუმცა არაბალანსირებულ და არასწორ კვების დროს მათ უჩნდებათ ვირუსებისადმი არამდგრადობა,ასევე შაქრიანი დიაბეტით და სკლეროზით დაავადების რისკის წარმოქმნა.
ამ ადამიანებს დიეტოლოგები ურჩევენ დაბალანსირებულ კვებას,რომელიც შედგება შემდგი პროდუქტებისგან:
ხორცი;
მწვანე ბოსტნეული;
კვერცხი;
რძე და მისი ნაწარმი:ხაჭო,ყველი,რძემჟავის პროდუქტები.
მესამე ჯგუფის სისხლის მფლობელ ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან ხორციც,თევზიც,ხორბლეულიხ,თუმცა მათი ძირითადი რაციონი უნდა შედგებოდეს რძის პროდუქტებისგან.რძე,როგორც ერცერთი სხვა პროდუქტი მდიდარია ცილით,კარგადათვისებადი ცხიმებით,მინერალური ნივთიერებებით,ვიტამინებით A,B,E და ასე შემდეგ.
არ არის რეკომენდებული ზღვის პროდუქტების,ქათმის და ღორის ხორცის,სიმინდის,წიწიბურის,არაქისის და სეზამის თესლის მოხმარება – ზუსტად ისინი უწყობენ ხელს გასუქებას.
დიეტა მეოთხე ჯგუფის სისხლისთვის
მეოთხე სისხლის ჯგუფი ყველაზე იშვიათია(დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 4-7% აქვს),ეს არც არის გასაკვირი,რადგან ის ყველაზე ახალგაზრდაა.მეოთხე სისხლის ჯგუფის მფლობელ ადამიანს ყველაფრის მირთმევა შეუძლია.
ამ ადამიანებს ძალიან ფაქიზი გარე ზემოქმედებისთვის ღია იმუნური სისტემა და სუსტი საკვების მომნელებელი ტრაქტი აქვთ,ასევე დიდი რისკია ონკოლოგიური დაავადებების და გულის დაავადებების
ჯანმრთელობა რისკის ქვეშ რომ არ დააყენონ,დიეტოლოგები მათ ურჩევენ,რომ დაიცვან ზომიერად შერეული დიეტა,ანუ მიირთვან შემდეგი პროდუქრები:
თევზი(გარდა ზღვის პროდუქტებისა);
ხორცი(ინდაური,ხბო,ცხვარი);
რძის და რძემჟავის პროდუქტები;
ყველი ტოფუ;
მწვანე ბოსტნეული(გარდა წიწაკისა) და ხილი (გარდა მძაფრი და მჟავე ხილისა)
ბურღულეული(გარდა წიწიბურისა და სიმინდისა);
კაკალი და თხილი.
რეკომენდებულია მწვანე ჩაის სმა,ასევე ყავის,ბალახეულის ნაყენების(გარდა ცაცხვისა),ლუდის,ღვინის.
მეოთხე სისხლის ჯგუფის მფლობელებმა რაციიონიდან უნდა ამოიღონ ლორი,ბეკონი,წითელი ხორცი,ხორბალი,სიმინდი,წიწიბურა,წიწაკა,მზესუმზირის მარცვალი.
გასახდომად არ სჭირდებათ დიეტები,საკმარისია მიირთვან ნაკლები ხორცი,მეტი ბოსტნეული და ყველი ტოფუ,რომელიც ვიტამინ A და B-ს შესანიშნავი წყაროა.
მედიკოსთა მეტიწილი ,დიეტოლოგები და მეცნიერული მუშაკები სკეპტიკურად უყურებენ ამერიკელ პიტერ დ’ამოს თეორიას,თუმცა ამ დიეტამ უკვე მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა და დაამტკიცა თავისი ეფექტურობა.საქმე კი იმაშია,რომ ორგანიზმში სხვადასხვა პროდუქტის მოხვედრასთან ერთად,რომლებიც არ მიესადაგება სისხლის ჯგუფის მიხედვით,გამომუშავდება ანტისხეულები,რომლებიც იწვევენ სხვადასხვა დაავადებებსა და მოუნელებლობას.ამიტომ,თუ საკვებად მხოლოდ იმ პროდუქტებს გამოიყენებთ,რომლებიც მიგესადაგებათ სისხლის ჯგუფის მიხედვით,თავს ბევრად უკეთ და კომფორტულად იგრძნობთ,სამუდამოდ დაივიწყებთ ჭარბ წონისა და გასუქების პრობლემებს.
წყარო: http://ketusi.com/2012/07/31/diet-4/
ალკოჰოლი მკურნალია
კონიაკი – უნკალური ანტისეპტიკური საშუალებაა.თუ კონიაკს წაისვამთ,გამონაყარი უფრო სწრაფად გაქრება,ვიდრე ლოსიონის წასმით.ინსულინის აღმოჩენამდე სისხლში შაქრის დასაწევად კონიაკს იყენებდნენ.დღემდე მიჩნეულია,რომ ყავა კონიაკით ტვინის მსუბუქი “დოპინგი” და ბრწყინვალე ოფლმდენი საშუალებაა.კონიაკი ეხმარება ორგანიზმს C ვიტამინის ათვისებაში.
უმაღლესი ხარისხის არაყი ეხმარება ორგანიზმს ტკივილის გაყუჩებაში.თუ სადილობის შემდეგ მუცლის არეში გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება,დალიეთ30-50 გრ. არაყი და ყველაფერი გაგივლით.
ლუდი-მათ უნდა მიიღონ,ვინც ანემიით არიან დაავადებულები.გარდა ამისა,ლუდი აუმჯობესებს ფარისებრი ჯრკვლის ფუნქციას.ღია ფერის ლუდი სასარგებლოა მათთვის,ვისაც თირკმელებში კენჭი აქვთ.
ვისკი-კვირაში ორჯერ არა მხოლოდ ასუფთავებს სისხლძარღვებს არამედ გამოდევნის ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს.
ანემიის დროს რეკომენდირებულია 2 ჭიქა წითელი ღვინო ჭამის პროცესში.ავიტამინოზის დროს შეიძლება მიიღოთ ნახევრად ტკბილი ღვინო..
გრიპის,ბრონქიტის,ფილტვების ანთებას კურნავს გლინტვეინი(ცხელი წითელი ღვინო შაქრით და სანელებლით შეზავებული).
პირღებინებას აჩერებს ძალიან ცივი შამპანური.
წყარო: http://ucnauri.com/213406/ალკოჰოლი-მკურნალია/
რა იწვევს ძვლების ტკივილს ამინდის შეცვლისას
ხშირად მოხუცებს ამინდის ცვლებადობისას სტკივათ ძვლები,როდესაც ამინდი მკვეთრად იცვლება და ატმოსფერული წნევა ეცემა,შუახნის ასაკს გადაცილეული ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ სიტყვებს „ო,როგორ მტკივა ძვლები,თითქოს მღრღნის“,ბევრმა არ იცის,რომ ეს პროცესი კალციუმთან არის დაკავშირებული.კერძოდ,ადამიანის ორგანიზმი ნორმაში შეიცავს 1,2კგ კალციუმს.აქედან 99% მოთავსებულია ძვლებში.მოზრდილ ადამიანში დღე–ღამის განმავლობაში ძვლებიდან გამოდის 700 მგ. კალციუმი და ზუსტად იმავე რაოდენობის ლაგდება ძვლებში.როდესაც ამინდი იცვლება და ატმოსფერული წნევა მკვეთრად ეცემა,ორგანიზმსწონასწორობის დასაცავად სჭირდება სისხლში უფრო მეტი კალციუმი,ვიდრე ნორმაშია.თუ კი კალციუმის მარაგი სისხლში არ არი,მაშინ ეს კალციუმი ივსება ძვლების ხარჯზე.ძვლებიდან სისხლში კალციუმის გადასვლა იწვევს სწორედ ამ ტკივილს.
კალციუმის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული ფეხმძიმე ქალებში კბილების გაფუჭება.თუ ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაა,მაშინ ნაყოფის ძვლოვანი სისტემის წარმოსაქმნელად საჭირო კალციუმის მოპოვება ხდება დედის ძვლების კალციუმოის ხარჯზე.
წყარო: http://ucnauri.com/213681/რა-იწვევს-ძვლების-ტკივილ/
როგორ მოვიქცეთ თუ ძაღლმა გვიკბინა |
მაშინვე ექიმს მიმართეთ, რადგან შეიძლება ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს. ავიცენას განმარტებით, ცოფიანი ძაღლის ნაკბენს ამგვარად განასხვავებენ: პურის ნაჭერი დაასველეთ ჭრილობიდან გამოჟონილი სითხით და სხვა ძაღლებს გადაუგდეთ. თუ ისინი პირს არ დააკარებენ, ძაღლი ცოფიანი ყოფილა.
ჭრილობას 40 დღის განმავლობაში არ უნდა მისცეთ შეხორცების საშუალება, ნაკბენზე კი დაიდეთ ნიორი, ძმარში აზელილი ქათმის სკორე, ჭარხალი. ამასთანავე, ავადმყოფს მიეცით სასაქმებელი. უხვად ასვით წყალი, რომელშიც რამდენჯერმე ჩადეთ გავარვარებული რკინა. საწამლავის ორგანიზმიდან გამოტანა შეიძლება მარილიანი პლასტირით ან მდოგვიანი საფენით.
გამოჯანმრთელებამდე ავადმყოფმა არ უნდა იბანაოს, მოერიდოს სიცივეს. გამოჯანმრთელების ნიშნები რომ შეინიშნება, შეიძლება ზომიერი აბაზანის მიღება. მკურნალობის დროს სასარგებლოა აბზინდის ნაყენის სმა.
ნაკბენზე კარგია მარილიანი მრავალძარღვას ფოთლების დაფენა. აგრეთვე ღვინიანი კომბოსტოს წვენის წასმა, ნაკბენზე დაიდეთ ნივრის, მარილიანი თევზის, ვაზის წალმის ნაცრის კომპრესები.
წყარო: http://ihow.ge/როგორ-მოვიქცეთ-თუ-ძაღლმა/
წყარო: http://ihow.ge/როგორ-მოვიქცეთ-თუ-ძაღლმა/
No comments:
Post a Comment