საინტერესო


რის გამო შემოაკვდა მასწავლებელს მოსწავლე?


საშინელი ფაქტი დაფიქსირდა ჩინეთის ერთ-ერთ სასწავლებელში, მასწავლებელმა მეოთხე კლასელი ბავშვი ცემით მოკლა, როგორც მასწავლებელი ამბობს მას იმდენად მოუშალეს ნერვები, რომ ვეღარ აკონტროლებდა თავის თავს და ბავშვის ცემის დროს გაჩერება ვეღარ შესძელო და ის "შემოაკვდა". როგორც ცნობილია მასწავლებელი პოლიციას თვითონვე ჩაბარდა. აქვე იმასაც, გეტყვით, რომ მოსწავლე ბიჭი იყო, ხოლო მასწავლებელი 48 წლის ქალბატონი.
ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ჩვენს დროში ბავშვები სკოლაში "მობილურებით" დადიან და მუსიკებსაც უსმენენ გაკვეთილებზე. ეს ბიჭუნაც ბოლო მერხზე იჯდა და ყურსასმენებით უსმენდა მუსიკას მასწავლებელმა მისი გვარი რამოდენიმეჯერ ახსენა, მაგრამ მოსწავლემ ვერ გაიგონა. მასწავლებელი მივიდა ბავშვთან და თავიდან მხოლოდ ყური აიწია და დატუქსა, შემდეგ განაგრძო გაკვეთილი. ამ ბავშვმა კვლავ გააგრძელა მუსიკების მოსმენა, თუმცა ვერ შენიშნა ის ფაქტი, რომ მისი მუსიკა მთელ კლასში ისმოდა. მასწავლებელი ძალიან გაბრაზდა და მოსწავლე გაკვეთილიდან გააგდო. ამ პატარა ბავშვმა მიაძახა გასვლისას, "წადი შენი..." და "შეაგინა". 48 წლის ქალბატონი მწყობრიდან გამოვიდა და მოსწავლე თავის კაბინეტში შეიყვანა და სასტიკად სცემა. როცა გონს მოეგო მასწავლებელი, ( როგორც თვითონ ამბობს გათიშული იყო იმდენად მოუშალეს ნერვები. ) ბავშვი უგონოდ ეგდო ძირს, მან დარეკა სასწრაფოში და ასევე პოლიციაში, ( თვითონვე ჩაბარდა მათ ) მაგრამ უკვე გვიანი იყო ბავშვი გარდაცვილი იყო.




წყარო: http://intermedia.ge/სტატია/23519-რის-გამო-შემოაკვდა-მასწავლებელს-მოსწავლე/19/







2012 წლის ტოპ 10 ფილმი "US Weekly-ის" ვერსიით
"US Weekly-იმ" ყოველწლიური ტრადიციისამებრ წლის მიმოხილვა გააკეთა და საუკეთესო ფილმები გამოავლინა. აღნიშნულ სიას თანმიმდევრობით გთავაზობთ:

10.   «Ted»





















9.   «007  «Skyfall»


























8.   «Your Sister's Sister»




























7.   «The Dark Knight Rises»



























6.    «The Perks of Being a Wallflower»



























5.   «Life of Pi»



























4.   «Zero Dark Thirty»



























3.   «Les Miserables»
























2.   «Argo»



























1.   «Silver Linings Playbook»



























წყარო: http://saintereso.com/news/20/2012-წლის-ტოპ-10-ფილმი-quotUS-Weeklyისquot-ვერსიით/id3375


ადამიანს სანაძლეოს მოგება სიკვდილის ფასად დაუჯდა




















28 წლის ტუნისელმა მეგობართან სანაძლეო 28 კვერცხის შეჭმაზე დადო. მან ეს სანაძლეო მოიგო, თუმცა ჭამიდან რამდენიმე წუთში კუჭში ტკივილები იგრძნო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და მოქალაქის გარდაცვალების დრო დააფიქსირეს.

ცნობილია, რომ ნიძლავი ფულზე დაიდო, თუმცა რამდენი მოიგო გარდაცვლილმა ამის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.



წყარო: http://saintereso.com/news/20/ადამიანს-სანაძლეოს-მოგება-სიკვდილის-ფასად-დაუჯდა/id3404



არქეოლგებმა ალექსანდრე მაკედონელის განძი აღმოაჩინეს

ბულგარეთში სოფიადან 400 კილომეტრის მანძილზე, არქეოლოგებმა განძი აღმოაჩინეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ძვირფასეულობა ლეგენდარული ალექსანდრე მაკედონელის გარემოცვას ეკუთვნის.

აღმოჩენილი უნიკალური საგნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნის მიწურულისა და III საუკუნის დასაწყისის პერიოდით თარიღდება.

არქეოლოგები განძს შემთხვევით
წააწყდნენ. ისინი ჩვეულებრივ, მორიგ ექსპედიციას აწარმოებდნენ, როდესაც სკივრი აღმოაჩინეს. მასში კი ათეულობით ოქროს ნაკეთობა იყო. საინტერესოა, რომ ნივთებს შენარჩუნებული აქვთ პირვანდელი სახე.









































წყარო: http://saintereso.com/news/20/არქეოლგებმა%20ალექსანდრე%20მაკედონელის%20განძი%20აღმოაჩინეს/id3102




მითები ალკოჰოლის შესახებ


ალკოჰოლი შველის გაციებას.
სინამდვილეში ალკოჰოლი აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ მსმელები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ. გაციებას ორგანიზმი თავად ერევა, მთავარია, ამაში ხელი არ შევუშალოთ. სასარგებლოა არა ჭიქა არაყი, არამედ წოლითი რეჟიმი, მოსვენება და სიმპტომური მკურნალობა (სურდოს დროს - ცხვირის წვეთები, ანგინის დროს - ყელში გამოვლება და ა.შ.).



ალკოჰოლი აძლიერებს მადას.
სინამდვილეში ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს გასტრიტს, წყლულს, პანკრეატიტს, არღვევს საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და იწვევს დისტროფიას.

ალკოჰოლი აუმჯობესებს განწყობას.
...და იწვევს ნარკოტიკულ თრობას. თუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, გახალისდეს ალკოჰოლის საშუალებით, ეს არანორმალურია. სავარაუდოდ, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ალკოჰოლური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფსიქიატრის კონსულტაცია.

ალკოჰოლი ხსნის დაღლილობას.
სინამდვილეში ის ახდენს თავის ტვინის ქერქის აქტივობის პარალიზებას და იწვევს შეკავებას. თუ დაიღალეთ, საჭიროა დასვენება და საქმიანობის შეცვლა.

ალკოჰოლი ხსნის სტრესს.
სინამდვილეში ის იწვევს დროებით ნარკოზს, საიდან გამოსვლაც თავად სტრესზე მძიმეა. ამ დროს უმჯობესია საქმეში ჩაფლობა, ოჯახთან ურთიერთობა, აუტოტრენინგი, რელაქსაცია, ფიზიკური დატვირთვა.

ალკოჰოლი აუმჯობესებს ძილს.
სინამდვილეში ის იწვევს ნარკოტიკულ ძილს და დამოკიდებულების ფორმირებას. მსმელ ადამიანს ტანჯავს უძილობა, რომელიც მთავრდება თეთრი ცხელებით ან სხვა სახის ალკოჰოლური ფსიქოზით. ჯობს, შეასრულოთ ფიზიკური სამუშაო, შეინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ალკოჰოლი ზრდის პოტენციას.
მისი მოქმედება ამ მხრივ გაუთვალისწინებელია. მსმელ მამაკაცებში ალკოჰოლი იწვევს სათესლეების ფუნქციის დეგენერაციას, მამაკაცური სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებას და ერექციულ დისფუნქციას.

ალკოჰოლი კალორიული პროდუქტია.
ის პროდუქტი კი არა, ნარკოტიკული შხამია. ალკოჰოლიკები ხშირად იღუპებიან გამოფიტვით.

ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს. 
აფართოებს, მაგრამ არა იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, აფართოებს კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს გასტრიტის, წყლულის, კუჭიდან სისხლდენის პროვოცირებას.

ალკოჰოლი ათბობს.
სინამდვილეში ალკოჰოლი აფართოებს კანქვეშა ზედაპირულ სისხლძარღვებს და აძლიერებს ორგანიზმიდან სითბოს გაცემას.

ალკოჰოლი შველის დეპრესიისას. 
პირიქით, ამძიმებს დეპრესიას და ზოგჯერ თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს ადამიანს.

ალკოჰოლი გულისთვის სასარგებლოა. 
სინამდვილეში ის კარდიოტოქსიკური შხამია, რომელიც მიოკარდიოპათიას იწვევს. გულის უკმარისობა მრავალი მსმელი ადამიანის სიკვდილის მიზეზად ქცეულა.

ალკოჰოლი აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას.
მართლაც, სასმლის მიღებისას არტერიული წნევა ქვეითდება, მაგრამ თრობიდან გამოსვლისას საწყის მაჩვენებელზე გაცილებით მეტად იწევს.

ალკოჰოლი ორგანიზმს ტოქსინებისგან ასუფთავებს. 
ის თავად არის ტოქსინი. მავნე ნივთიერებები, მათ შორის - ალკოჰოლი, ორგანიზმიდან თირკმელებისა და ღვიძლის საშუალებით გამოდის.

ალკოჰოლს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიაცია.
რადიაციული დაზიანების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, საამისოდ სხვადასხვა სამკურნალო საშუალება გამოიყენება, თუმცა მათ ჩამონათვალში არაყი ნამდვილად არ ფიგურირებს.

ცოტ-ცოტა ალკოჰოლი სასარგებლოა. 
პირიქით, რეგულარული სმა იწვევს მავნე ჩვევის ჩამოყალიბებას და მოთხოვნილებაში გადაიზრდება.

ალკოჰოლი ხელს უწყობს ბიზნესის წარმართვას.
პირიქით, თუ გინდათ, დაანგრიოთ საკუთარი ბიზნესი, მიიღეთ ალკოჰოლი. სმა ადამიანს უპასუხისმგებლო არსებად აქცევს, წარმატებულ ბიზნესს კი სჭირდება გამჭრიახობა, ჭკუა, პასუხისმგებლობა.

ალკოჰოლი ამყარებს მეგობრობას.
ალკოჰოლზე დაფუძნებული მეგობრობა მანამდე გრძელდება, ვიდრე გაქვთ ფული. უფულოდ მსმელი ადამიანი მარტოობისთვის არის განწირული.

ალკოჰოლი აუმჯობესებს შემოქმედებით მონაცემებს.
პირიქით, ალკოჰოლი თრგუნავს შემოქმედებით ნიჭს. ის ანადგურებს თავის ტვინის ქერქის ნეირონებს და თანდათანობით ჭკუასუსტობას იწვევს.

ალკოჰოლი ეხმარება მამაკაცს, შეიქმნას ძლიერი, ჩამოყალიბებული პიროვნების იმიჯი.
პირიქით, მთვრალი მამაკაცი სულელური, უბადრუკი ჩანს. ჯობს, ქალბატონებს ჰკითხოთ, როგორია, მათი აზრით, ნამდვილი მამაკაცი.



წყარო: http://mkurnali.ambebi.ge/mamakaci/rchevebi/1488-2009-08-27-21-10-56.html

No comments:

Post a Comment