Friday, January 25, 2013

Specialized Turbo — ყველაზე სწრაფი ველოსიპედი



კომპანიამ Specialized თავისი პირველი და როგორც ამბობენ ყველაზე სწრაფი ელექტრო ველოსიპედი Turbo გამოუშვა. იგი ქალაქში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, მისი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ს აღწევს, რაც ევროკავშირში ამ კატეგორიის ტრანსპორტზე ნებადართულ 20 კმ/სთ-ს აღემატება. მაგრამ, კომპანიის მენეჯერი მაკ ფოდი (Marc Faude) ამ შეზღუდვას რეკლამის სახით იყენებს და აღნიშნავს, რომ Turbo უბრალოდ ძალიან სწრაფია, რათა საკანონმდებლო ნორმებს შეესაბამებოდესო


ახალი ველოსიპედის მთავარი თავისებურება უკანა საბურავის ელექტრო ძრავია 250 ვტ სიმძლავრით, რომელსაც ქვედა გაზრდილი დიამეტრის  მქონე ჩარჩოს ხარიხაში ჩაშენებული ლითიუმ-იონური ბატარეები კვებავენ (342 ვტ/სთ). ანუ, ძრავის მაქსიმალური დატვირთვისას ველოსიპედს 80 წუთის განმავლობაში შეუძლია მოძრაობა და 60 კმ-ზე მეტის გავლა. თუმცა, როგორც კომპანიის ინჟინრების მიერ ჩატარებულმა გამოცდამ უჩვენა, Turbo რამოდენიმე 40-კმ მგზავრობას უზრუნველყოფს სწორ ზედაპირზე.
Specialized-ს Turbo-ს შექმნისთვის სამი წელიწადი დასჭირდა, ინჟინრები ყველა დეტალზე ფიქრობდნენ, რათა მისთვის მაქსიმალური სიჩქარე მიენიჭებინათ. 10-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი მკვეთრ აღმართზე ასვლას ამარტივებს ან მოძრაობის სიჩქარეს ზრდის სწორ ზედაპირზე. მოძრაობისას დინამიურად შეიძლება ჩაენაცვლოს ველოსიპედისტისა და ელექტროძრავის სიმძლავრე: პედლების ტრიალისას ძრავზე ზეწოლა მცირდება.
კომპლექტში შედის დამტენი მოწყობილობა SBC Turbo, რომელსაც ლითონის კორპუსი აქვს რადიატორების გვერდებით, რის წყალობითაც აქტიური გაგრილება აუცილებელი არაა. ველოსიპედთან მიერთებისთვის მაგნიტურ კონტაქტებიანი ბუდეები გამოიყენება, რომლებიც წყლის ზემოქმედებისგანაა დაცული. ბატარეის დატენვას ქსელური ოპერატორისგან ორი საათი სჭირდება. აგრეთვე აკუმულირდება დამუხრუჭების ენერგიაც. ჩაშენებული ბატარეა გასაღებით იკეტება. საბურავების დისკები, ისევე როგორც სპიცების სისტემა, მაქსიმალურადაა შემსუბუქებული, ხოლო ჰიდრავლიკური მუხრუჭები Magura MT მდგრადი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული.


საჭეზე დამაგრებული უსადენო ელექტრონული ინფორმატორი ბატარეის დამუხტვის დონეს, დროს, კილომეტრაჟს უჩვენებს და ველოსიპედის შუქდიოდიანი ფარების ჩართვის შესაძლებლობას იძლევა.


Specialized Turbo-ს ღირებულებაა €5,5 ათასი, გაყიდვები მაისში დაიწყება და მათი მიწოდების რაოდენობა შეზღუდული იქნება, ჯერჯერობით მხოლოდ ევროპაში გაიყიდება. პირველი 50 ველოსიპედი დილერებს ამ თვეში გადაეგზავნებათ სადემონსტრაციო ნიმუშების სახით გამოსაყენებლად. გამოშვების ნორმალური რაოდენობა მხოლოდ შემოდგომაზე აეწყობა. სხვათა შორის, ეს მოდელი მახასიათებლებით მნიშვნელოვნად სჯობს ელექტრული ველოსიპედის კონცეპტს Ford E-Bike, რომელიც გასულ წელს ფრანკფურტის გამოფენაზე იყო წარმოდგენილი




წყარო: http://icode.ge/2012/04/07/specialized-turbo-ყველაზე-სწრაფი-ველოს/

Saturday, January 12, 2013

აზარტული თამაშები და ქართველი ახალგაზრდობა


დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდობა ( ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები) აქტიურად არიან ჩამბულნი აზარტულ თამაშებში, რულეტკა, პოკერები და სხვა მრავალი მათგანი, ხშირად ხდება სხვადასხვა პრობლემის სათავე.
როგორც წესი თამაში უბრალოდ გართობის მიზნით იწყება, თუმცა მალევე ნარკოტიკივით ხდება, რაც უფრო მეტს თამაშობ, მით უფრო გიჭირს მისთვის თავის დანებება.
 რამდენიმე დღის წინ, 1985 წელს გადაღებული ქართული ფილმი ვნახე, სახეად ''ლაქა''- ისტორია ერთ ბიჭზე, რომელიც ხუმრობით ითამაშებს არიოლ-რეშკა, და მილიონ სიგარას წააგებს. თუმცა ერთ კვირაში გამარჯვბეული წაგებულის ჩაბარებას ითხოვს, ეს ყველაფერი კი ტრაგიკული შედეგით მთავრდება.
თქვენ ალბათ იკითხავთ რა შუაშია ეს ყველაფერი აზარტულ თამაშებთან?
ადამინები ხშირად ვერ ხვდებიან თუ რამდენად აზარტულები არიან ისინი, აზარტულობა არ გამოიხატება მხოლოდ პოკერის თამაშით. ხშირად ჩვენ თვითონაც გვიჭირს გათვითცნობიერება იმისა თუ რამდენად აზარტულები ვართ ჩვენ. ყველაფერი კი უბრალო გართობით იწყება, შედეგები კი ხშირად სავალალოა.
უზარმაზარი წაგებული თანხები, დანგრეული ცხოვრება, გაყიდული სახლები. თბილისში იყო შემთხვევა როცა ადამიანმა თავიც მოიკლა იმის გამო რომ კაზინოში საკმაოდ დიდი თანხა წააგო.
მაინც რა გვიბიძგებს ჩვენ, ქართველ ახალგაზრდებს ვითამაშოთ აზარტული თამაშები ფულზე? 
პასუხები შეიძლება სხვადასხგვარი იყოს, ზოგისთვის ეს საარსებო წყაროდ იქცა, ზოგისთვის უბრალო ჰობია და მცირე თანხებზე თამაშობს გასართობად და ასე შემდეგ. თუმცა მთავარი პრობლემა რაც ამ შემთხვევაში სახეზეა, რას ვაკეთებთ როცა ვაგებთ?
იმის მაგივრად რომ თამაშს მოვეშვათ, მივდივართ, ვსესხულობთ ფულს და ისევ თამაშით ვცდილობთ წაგებულის ანაზღაურებას, საბოლოო ჯამში კი ვალი ვალს ემატება, ადამინები კი უფრო და უფრო ღრმად ეფლობიან .
და მაინც რა არის ამ ყველაფრის სათავე?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიზეზი სხვადასხვაა ყოველ კონრკეტულ სიტუაციაში. თუმცა ქართული რეალობიდან გამომდინარე შეიძლება ეს ახალგაზრდებისთვის თავისუფლი დროის გასატარებელი ადგილების ნაკლებობასაც მივაწეროთ. რა თქმა უნდა ბევრია ბარი, კლუბი და ასე შემდეგ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს საკმაოდ ძვირი ჩდება, ჩვენ კი მდიდარი ქვეყანა ნამდვილად არ გვეთქმის. სად შეიძლება გავატაროთ დრო 21-ე საუკუნის ქართველმა ახალგაზრდებმა?
ამერიკულ ფილმებში ხშირად მინახავს ესეთი ადგილები, და ისინი არაერთია. სამწუხაროდ საქართველოში მათ დეფიციტს განვიცდით.
ეს რა თქმა უნდა ერთერთი მიზეზია, მე უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრი დავააფიქსირე. თუმცა ერთი რამ მაინც ცხადია, ჩვენ არ არ გვაქვს ადგილები სადაც თავისუფალი დროის გატარებას ჩევძლებთ, თანაც ისე ამ ყველაფერს ჩვენი ფინანსები ადვილად გაწვდეს. თუ არ ჩავთვლით რომ სტუდენტებისათვის ტრანსპორტი 20 თეთრი ღირს, სხვა შეღავათებით არ ვსარგებლობთ.



წყარო: http://intermedia.ge/სტატია/1663/

Friday, January 11, 2013


რა არის ვაქცინაცია?


ვაქცინაცია - ეს არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის მომზადება რაიმე დაავადების საწინააღმდეგოდ. ამ მიზნით, ორგანიზმში შეყავთ სითხე, რომელიც ადამიანს ეხმარება დამატებითი რეაქციის გამომუშავებაში ამ კონკრეტული დაავადებისთვის. შედეგად, ორგანიზმში ჩნდება ანტისხეულები, რომლებიც ანადგურებენ ინფექციას. ეს ანტისხეულები სისხლში შეიძლება დროებით დარჩეს, შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.


 1796 წელს ინგლისელმა მეცნიერმა, ედვარდ ჯენერმა, შეამჩნია, რომ ფერმერები არ ავადდებოდნენ ნამდვილი ყვავილით, რადგან მათ გადატანილი ჰქონდათ მსუბუქი, საქონლისგან გადმოდებული ყვავილი და მათ ორგანიზმს გამომუშავებული ჰქონდა იმუნიტეტი ამ დაავადების საწინააღმდეგოდ. ამის შემდეგ ჯენერმა თავის ბავშვებს მცირე რაოდენობის ყვავილის ინფექცია შეუყვანა, რომელიც მან დაავადებული საქონლისგან მიიღო და არ იყო საშიში. ამით მან ბავშვები ნამდვილი ყვავილისგან დაიცვა.

 მე-18 საუკუნეში ცოფი საკმაოდ გავრცელებული დაავადება იყო. ის ადამიანებს ავადმყოფი ცხოველებისგან ედებოდა და ბევრი სიცოცხლეც მიქონდა. 1835 წელს ლუი პასტერმა შეძლო პრევენციული წამლის დამზადება, რომელიც პირველად თავის თავზე გამოსცადა.

 ვაქცინების დამზადების სხვადასხვა საშუალებები არსებობს. მაგალითად, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია(შემუშავებულია კალმეტისა და გერინის მიერ 1928 წელს) მდგომარეობს ორგანიზმში უვნებელი ბაქტერიების შეყვანაში. შედეგად ორგანიზმი იღებს უნარს, ებრძოლოს ინფექციას. ვაქცინაციის დახმარებით დღესდღეობით ბევრი სასიკვდილო დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი.



წყარო: http://www.boko.ge/stories.php?id=30