Wednesday, November 28, 2012

როდის და როგორ უნდა ვიკვებოთ ვარჯიშის დაწყებამდე?















ვარჯიშის დაწყებამდე რამდენი ხნით ადრე უნდა ვჭამოთ?


სავსე კუჭით ვარჯიში არ შეიძლება. საკვები, რომელიც რჩება კუჭში ვარჯიშის პერიოდში, დისკომფორტის შეგრძნებას იწვევს და შეუძლია გულისრევის და სპაზმების პროვოცირება. ამიტომ უმჯობესია ისეთი საკვები და იმ რაოდენობით მიირთვათ, რომლის ათვისებასაც თქვენი კუჭი სრულიად შეძლებს ვარჯიშის დაწყებამდე. ამ პროცესს საშუალოდ 1-დან 4 საათამდე სჭირდება, იმის მიხედვით თუ რა და რა რაოდენობის საკვები მიიღეთ. ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით შეეცადეთ დააკვირდეთ საკუთარ თავს და განსაზღვროთ რა უფრო უკეთ მოქმედებს თქვენზე.

კვება დამოკიდებულია ვარჯიშის ტიპზეც. იმ შემთხვევაში თუ თქვენი დილის ვარჯიში სწრაფ სიარულს ან მსუბუქ ძუნძულს შეადგენს, მაშინ მშიერ კუჭზე ვარჯიში პრობლემას არ წარმოადგენს. მხოლოდ სანამ სავარჯიშოდ წახვიდოდეთ აუცილებლად დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. უფრო მაღალინტენსიური ვარჯიშის და დატვირთვების შემთხვევაში კი კვება წინასწარ დაგეგმეთ.

თუ დილით ადრე გიწევთ ვარჯიში, უმჯობესია შედარებით ნაადრევად ადგეთ, რათა საკვების მიღება მოასწროთ. თუ ვერ ახერხებთ დროულად ადგომას და შედარებით მცირე დრო გრჩებათ ვარჯიშის დაწყებამდე, მაშინ რაც შეიძლება ადვილად მოსანელებელი საკვები ან სასმელი უნდა მიიღოთ ვარჯიშამდე 20-30 წუთით ადრე. რაც უფრო მცირე დრო გრჩებათ ვარჯიშამდე, ულუფა უფრო მცირე და ადვილად ასათვისებელი უნდა იყოს. ასეთ დროს წვენები და თხევადი სახის საკვები უფრო უკეთესი გადაწყვეტილებაა, ვიდრე მყარი საკვები, რადგან ამ უკანასკნელის მოსანელებლად კუჭს უფრო მეტი დრო სჭირდება.



რა უნდა ვჭამოთ ვარჯიშის დაწყებამდე?

კვების შემადგენლობა ვარჯიშამდე უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება ადამიანის პირადი გამოცდილების მიხედვით, რას და რამდენად სწრაფად ითვისებს და როგორ რეაგირებს ვარჯიშის დროს. თუმცა ზოგადი სახის რეკომენდაციები შემეგი სახისაა: მყარი რთულად მოსანელებელი საკვები ვარჯიშამდე 4 საათით ადრე მიიღება, მსუბუქი სახის წასახემსებელი საკვები ან ნახშირწყლებით მდიდარი ენერგეტიკული სასმელი ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე, ხოლო თუ ვარჯიშამდე 1 საათი გრჩებათ უმჯობესია მიიღოთ სითხე (წვენები).


1 საათი ან ნაკლები ვარჯიშამდე:
ვაშლის, ყურძნის, ატმის ან ფორთოხლის ნატურალური ახალგაწურული წვენები;
½-1 ჭიქა სპორტული სასმელი.



ვარჯიშამდე 2-3 საათით ადრე:
ცოცხალი ხილი;
პური, ბუბლიკი, მაკარონი
იოგურტი
წყალი



ვარჯიშამდე 3-4 საათით ადრე:
ცოცხალი ხილი
პური, ბუბლიკი
მაკარონი ტომატის სოუზთან ერთად
გამომცხვარი კარტოფილი
ენერგეტიკული ბატონი
ბურღულეული რძესთან ერთად
იოგურტი
ტოსტი/პური არახისის კარაქთან, მჭლე ხორცთან ან ყველთან ერთად
წყალი



საკვები რომელსაც უნდა მოვერიდოთ ვარჯიშის წინ

საკვები რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს ან უჯრედისს, ნელა აითვისება და დიდი ხნით რჩება კუჭში. ამის გამო კუჭში სისხლის მიწოდება გაძლიერებულია, რამაც შეიძლება დისკომფორტი და სპაზმები გამოიწვიოს. ვარჯიშის წინ უმჯობესია მოერიდოთ  ხორცის, ღვეზელების, შემწვარის, ჩიპსების და შოკოლადის ბატონებს ჭამას.


თუმცა გაითვალისწინეთ, თითოეული ჩვენგანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ის რაც ერთისთვის შეიძლება კომფორტული იყოს, სხვისთვის პრობლემას ქმნიდეს, ამიტომ კვებისას ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ორგანიზმის რეაქციებს და ისე შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც უკეთ იმუშავებენ თქვენზე.


 წყარო: fitni.ge


Monday, November 26, 2012

10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში























ვისაც ასე თუ ისე გიყვართ და გაინტერესებთ ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრები, ეს პოსტი ზუსტად თქვენთვისაა. მაშ ასე, 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლის ჯიში.

საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპები ხშირად ადამიანებს ხელს უშლის ძაღლის შერჩევაში, მაგალითად ის რომ როტვეილერი აგრესიულია, დობერმანი კაციჭამია, ბოქსიორი არამდგრადი ხასიათის, ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. მთავარია როგორ გავზრდით ძაღლს და როგორ ცხოვრების წესს შევაჩვევთ. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება როცა გადაწყვეტთ ძაღლის შეძენას, გარგად გაიაზრეთ რისთვის, და რატომ გინდათ ის.

კიდევ ერთი ფაქტი, და ყველაზე მნიშვნელოვანი, გთხოვთ ნუ გამოიყენებთ ძაღლებს საჩხუბრად და მათი ტკივილის ხარჯზე ფულის გამომუშავებას!

დავუბრუნდეთ მთავარ თემას: 10 ყველაზე ჭკვიანი ძაღლი.
























10. ავსტრალიური მენახირე

ძაღლის ეს ჯიში გამოირჩევა აქტიურობით. მათ ესაჭიროებათ რეგულარული ვარჯიში როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი. ისინი არიან თავისუფალნი, კონტაქტურები. ასევე მათ საკმაოდ განვითარებული აქვთ დაცვითი ინსინქტები, ისინი იცავენ ისევე როგორც სხვადასხვა ნივთებს, ასევე ადამიანებს.





















9. როტვეილერი

მიუხედავად ამ ჯიშის დაუმსახურებული რეპუტაციისა, როტვეილერი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ერთგული ძაღლია. როტვეილერი არის ტიპური სახლის ჯიში და ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახო გარემოში. ის არა მარტო საკმაოდ ჭკვიანი ძაღლია, ასევე გამორჩეულია თავისი სწრაფი ათვისების უნარით, ის საკმაოდ ადვილად იწვრთნება და ართულებს რთულ ფიზიკურ და გონებრივ ამოცანებს. როტვეილერი ასევე ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და ერთგული ძაღლია, ამიტომ ხშირად იყენებენ მას დასაცავად. შესაძლებელია სწორედ ეს არის მიზეზი მისი არასწორი რეპუტაციის ჩამოყალიბებისა.























8. პაპილონი

როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ ძაღლის შემხედვარე ვინმეს შიში დაეუფლოს? ალბათ არა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნდა გეშინოდეთ! ეს ერთი შეხედვით საყვარელი და უწყინარი ძაღლი იმაზე გაცილებით უფრო გულადი და აგრესიულია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ზოგი ადამიანი კი მათ ახასიათებთ როგორც „ხასიათის“ ძაღლი. თუმცა ერთი რამ უდავოა, ისინი პატრონის მიმართ ძალიან ერთგულები და მოსიყვარულენი არიან. როტვეილერის მსგავსად, ისინიც საკმაოდ მარტივად საწვრთნელი ძაღლები არიან, სწორედ ამიტომ, მსოფლიოს უჭკვიანეს ძაღლებში მათ მერვე ადგილი დაიკავეს.



















7. ლაბრადორ რეტრივერი

ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ჯიში, ისინი მყარად იკავებენ მეშვიდე ადგილს. ალბათ ყველამ ვიცით მათი მოსიყვარულე, კაცთმოყვარე, კონტაქტური და კეთილისმყოფელი ხასიათის შესახებ, ამიტომ ბევრს აღარ ვილაპარაკებ მათ ხასიათზე და გეტყვით, რომ ზარმაცმა ხალხმა ეს ძაღლი არ უნდა იყოლიოს! რადგან ისინი ზე-აქტიურები და მოძრავები არიან. ყოველთვის სჭირდებათ გაშლილი სივრცე, სადაც დახარჯავენ თავიანთ მოზგვავებულ ენერგიას. ეს ყველაფერი ასევე საჭიროა იმისთვის, რომ ძაღლმა წონაში არ მოიმატოს, რაც ლაბრადორებში საკმაოდ ხშირია.





















6. შოტლანდიური მეცხვარე

ამ ჯიშის ბევრი მეპატრონე იფიცება, რომ ხანდახან მათი ძაღლების ინტელექტი ადამიანისას უახლოვდება… ეს რამდენად სწორია ალბათ მხოლოდ პატრონებმა იციან, თუმცა ფაქტია, რომ ზოგადად მეცხვარეები გამოირჩევიან გონებაგახსნილობით, რადგან მათი თავდაპირველი დანიშნულება (მეცხვარეობა) დაკავშირებულია დიდ გონებრივ კონცენტრაციასთან და ინტელექტთან. მისი ყოლა არაა რეკომენდირებული ბავშვებთან და უცხოებთან, თუმცა ნამდვილად არიან პატრონის ერთგულები.





















5. დობერმანი

დობერმანი გამოირჩევა პატრონისადმი უდიდესი ერთგულებით, მოსიყვარულეობითა და უშიშრობით. მათ აქვთ ულევი ენერგია და უყვართ ადამიანის სამსახურში დგომა. ასევე გამორჩეულები არიან ფიცხი და აგრესიული ხასიათით, მაგრამ თუ შესაბამისად გაიწვრთნა, ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა საოჯახო გარემოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, დობერმანის ყოლა არ არის რეკომენდირებული ხალმრავალ და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში. ყველაზე კარგად კი მისი გამოყენება შესაძლებელია პატრონის თავდაუზოგავ, აგრესიულ დაცვაში.























4. ოქროსფერი რეტრივერი

ეს ჯიში ხასიათით და გარეგნობითაც საკმაოდ ჩამოგავს ლაბრადორს, თუმცა მას შედარებით უფრო გრძელი ბეწვი აქვს, რაც მის მოვლას ართულებს. ასევე ის ლაბრადორსაც უსწრებს პოპულარობაში და უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ძაღლის ადგილი უკავია, თუმა მისმა ინტელექტმა მეოთხე ადგილი დაიკავა. ის არის ტიპური ოჯახის ძაღლი, და შედის იმ ჯიშების სიაში, რომელსაც თავისუფლად შეგიძლია ანდო თოთო ბავშვი. ის ასევე ყველაზე ხშირად გამოიყენება ცირკებში და სხვა შოუებში, რადგან ყველაზე კარგად ითვისებს ფიზიკურ მოძრაობებს და სავარჯიშოებს.























3. გერმანული ნაგაზი

გერმანული ნაგაზი, როგორც ვხედავთ პირველ სამეულში შედის, განვითარებული აქვს დაცვითი ინსტინქტები. ასევე ფილმებიდან ყველამ იცით, რომ მას პოლიცია სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ, თუ სხვა ნივთიერებების პოვნაში იყენებს. ეს რა თქმა უნდა მითი არ არის, მას შესანიშნავად აქვს განვითარებული ყნოსვის რეცეეპტორები. ის არის ძალიან შრომის მოყვარე, სწორედ ამიტომ მას სჭირდება გარკვეული მიზანი, რათა თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგალითად რამეს, ან ვინმეს დაცვა.



























2. პუდელი

აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს ერთ ციცქნა ძაღლი თავისი ინტელექტით მეორე ადგილზე გავიდოდა! ისინი არიან საოცრად სოციალურები და აქტიურები, სწორედ ამიტომ ხშირად მარტო ყოფნამ, ან უყურადღებობამ შეილება ის ღრმა დეპრესიამდე მიიყვანოს. მისი დიდი ინტელექტის გამო, პუდელის გამოყენება ბევრ რამეში შეიძლება. ის იწვრთნება როგორც მცველი, მეძებარი და მონადირეც კი! საბოლოოდ იმის თქმა შეილება, რომ პუდელი ძალიან სასიამოვნო ხასითის, მხიარული ძაღლია.



























1. ინგლისური კოლი

დიახ, შეიძლება ბევრს იმედი გაგიცრუვდათ, რადგან თქვენთვის კარგად ნაცნობი ჯიში არ დაგხვდათ პირველ ადგილზე, მაგრამ ინგლისურმა კოლიმ თავისი უნიკალური ინტელექტის გამო, დამსახურებული პირველი ადგილი მოიპოვა. სხვა ძაღლების მსგავსად, კოლის უყვარს „საქმის“ კეთება, მაგრამ ასევე არიან ძალიან ცელქები. სწორედ ამიტომ, მათი სახლში მარტო დატოვება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, სახლი განადგურებული დაგხვდებათ. ისინი საჭიროებენ მუდმივ კონტაქტს და ვარჯიშს, ასე რომ თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ, გაქვთ კორპუსის ბინა, და ყოველდღე დადიხართ სამსახურში, ყველაზე ჭკვიანი ძაღლი თქვენთვის არ ყოფილა შექმნილი. კოლის ყველაზე ბევრჯერ აქვს მოგებული ინტელექტუალური შეჯიბრები, ის თითქმის ყოველ წელს გამარჯვებულის ტიტულით ამთავრებს კონკურსს, სწორედ ამიტომაა ის პირველ ადგილზე.

იმედია დაგაინტერესათ  :)



წყარო: ucnauri.com


Sunday, November 25, 2012

რა იწვევს ძვლების ტკივილს ამინდის შეცვლისას




















 ხშირად მოხუცებს ამინდის ცვლებადობისას სტკივათ ძვლები,როდესაც ამინდი მკვეთრად იცვლება და ატმოსფერული წნევა ეცემა,შუახნის ასაკს გადაცილეული ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ სიტყვებს „ო,როგორ მტკივა ძვლები,თითქოს მღრღნის“,ბევრმა არ იცის,რომ ეს პროცესი კალციუმთან არის დაკავშირებული.კერძოდ,ადამიანის ორგანიზმი ნორმაში შეიცავს 1,2კგ კალციუმს.აქედან 99% მოთავსებულია ძვლებში.მოზრდილ ადამიანში დღე–ღამის განმავლობაში ძვლებიდან გამოდის 700 მგ. კალციუმი და ზუსტად იმავე რაოდენობის ლაგდება ძვლებში.როდესაც ამინდი იცვლება და ატმოსფერული წნევა მკვეთრად ეცემა,ორგანიზმსწონასწორობის დასაცავად სჭირდება სისხლში უფრო მეტი კალციუმი,ვიდრე ნორმაშია.თუ კი კალციუმის მარაგი სისხლში არ არი,მაშინ ეს კალციუმი ივსება ძვლების ხარჯზე.ძვლებიდან სისხლში კალციუმის გადასვლა იწვევს სწორედ ამ ტკივილს.




















კალციუმის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული ფეხმძიმე ქალებში კბილების გაფუჭება.თუ ფეხმძიმე ქალის ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობაა,მაშინ ნაყოფის ძვლოვანი სისტემის წარმოსაქმნელად საჭირო კალციუმის მოპოვება ხდება დედის ძვლების კალციუმოის ხარჯზე.



წყარო: ucnauri.com

Sunday, November 18, 2012



მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების პირველ ათეულში, ტრადიციულად, აშშ–სა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები მოხვდა. პირველ ასეულში 37 ამერიკული და 17 ბრიტანული უნივერსიტეტი შევიდა.
პირველი და მეორე ადგილები რეიტინგში ჰარვარდი და იელი აღმოჩნდა, მესამესა და მეოთხეზე კემბრიჯი და ოქსფორდი.
რეიტინგი მეცნიერების, დამსაქმებლებისა და პერსონალის მოსაზრებების, ასევე იმ გამოცემების მიხედვით დგება, რომლებშიც კუსსდამთავრებულთა მომზადების დონეა გამოკვლეული. ამასთან, უნივერსიტეტების პერსონალს, რომლებიც გამოკითხვაში იღებდა მონაწილეობას, საკუთარი სასწავლო დაწესებულებისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. სია უკვე ხუთი წელია ქვეყნდება და ყველა მათგანში პირველ ადგილს ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფონდები მთელი ბრიტანული საუნივერსიტეტო სექტორის შემოსავალის ტოლია.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც შარშან აღნიშნული რეიტინგის 93–ე ადგილს იკავებდა, წელს მის პირველ ასეულში ვერ მოხვდა.
მეორე ასეულში მასთან ერთად ისრაელის, არგენტინის, ინდოეთის, ტაილანდის, სამხრეთ კორეის, შვეიცარიისა და სხვა ქვეყნების სასწავლებლები მოხვდნენ.
სპეციალისტები იმ უნივერსიტეტების რეიტინგების ზრაზე მიუთითებენ, რომლებიც ტექნიკურ საგნებზე არიან ორიენტირებულნი: პირველ ასეულში ასეთი ცამეტია.
როგორც ჩანს, დამსაქმებლები ყველაზე მეტად სწორედ მათემატიკური უნარებისა და სისტემური მიდგომის მქონე ადამიანებს სწყალობენ.
რეიტინგი:
01 – ჰარვარდი
0rah21niupsnsrvfsia3.png
02 – იელი
5gdjd5z7yttn2p9an4y2.jpg
03 – კემბრიჯი
2yxrjzdcjjfrmz0wcl2b.jpg
04 – ოქსფორდი
r0lgywwu1nsjjjubm2li.jpg
05 – კალიფორნიის ტექნოლორიური ინსტიტუტი
0kpi6xr07ms3bfdgn13.jpg
06 – ლონდონის საიმპერიო კოლეჯი
5aglp7hczj1glky297g1.jpg
07 – ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
o84poekrv0w68j14ip77.jpg
08 – ჩიკაგოს უნივერსიტეტი
hm77zgke9f0vsyuwiir.jpg
09 -მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
jc0348425rnl2s836j6.jpg
10 – კოლუმბიის უნივერსიტეტი
h6o5qbrfz3vv0zx5wmty.jpg